Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა. „2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როცა ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოსახლეობას“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მიღწევაში.

XS
SM
MD
LG