Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა


დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართეს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათი მსჯელობის თემები იყო სამხედრო ხარჯები და ტერორიზმთან ბრძოლა. ასეთ შეხვედრაში პირველად მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელმაც მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ თავიანთი წილი საერთო თავდაცვის საქმეში. ვაშინგტონს თავდაცვის არაპროპორციულ ხარჯი აწევს თავის 27 პარტნიორთან შედარებით, განუცხადა მან შეხვედრის მონაწილეებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, უთხრა ამერიკელმა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს, რომ მაისის სამიტზე მოხდეს შეთანხმება ამ საკითხზე: წლის ბოლოსთვის ყველა მოკავშირეს უნდა ჰქონდეს ამ პირობების შესრულების განრიგი ან ჩამოყალიბებული გეგმა, როგორ შესრულდეს ნაკისრი ვალდებულება.

XS
SM
MD
LG