Accessibility links

ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ


აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიის ორი ვეტერანი სენატორი კრიტიკით გამოვიდა აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებების მიმართ, რომ აშშ აღარ მოითხოვს დაჟინებით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის თანმდებობიდან ჩამოშორებას სირიის სამოქალაქო კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ განცხადებებში შეუტიეს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ ის არის თვით გამანადგურებელი და დიდი შეცდომა. 30 მარტს ნიუ იორკში გამოსვლისას, გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკ ჰეილიმ განაცხადა, რომ ჩვენი პრიორიტეტი აღარ არის ასადის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე აქცენტის გაკეთებაო. 30 მარტსვე, სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, ანკარაში თქვა, რომ ასადის მომავალს სირიელი ხალხი გადაწყვეტს. მაკკეინმა, რომელიც სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარეა, ასადის არმიას და რუსეთის ავიაციას, ასევე ირანის ძალებს, ბრალად დასდო, რომ თავს ესხმიან სამოქალაქო მოსახლეობას. სენატორმა გრემმა, რომელიც კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ ასადის ჩამოშორებაზე უარის თქმა, დიდი საჩუქარია რუსეთისა და ირანისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG