Accessibility links

მარიუპოლში უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის თანამშრომელი მოკლეს


უკრაინამ განაცხადა, რომ მისი უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის რეგიონული თანამშრომელი მოკლეს მანქანის აფეთქების შედეგად სამხრეთის ქალაქ მარიუპოლში. უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ,ვასილ ჰრიცაკის თქმით, პოლკოვნიკი ოლექსანდრ ხარაბერუიუში მანქანაში აფეთქებამ იმსხვერპლა 31 მარტს დილას. ჰრიცაკის თქმით, მისი სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავეს მიაგნოს და დასაჯოს ისინი, ვინც ამ საქმეში იყო გარეული. დონეცკის რეგიონული პოლიციის უფროსის ვიაჩესლავ აბროსკინის თანახმად, ის არ გამორიცხავს, რომ აფეთქება მოაწყვეს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის არეალებს აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG