Accessibility links

ევროკავშირი გამორიცხავს ბრექსიტის ჩარჩოებში სხვადასხვა სფეროებში სინქრონულ მოლაპარაკებებს


ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა გამოსცა ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა საგზაო რუკა. დოკუმენტი სტრატეგიის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 31 მარტს, სახავს 27 წევრი სახელმწიფოს პოლიტიკურ პრიორიტეტებს ორ წლიან რთული მოლაპარაკებების დროს. ამ დოკუმენტის მიხედვით, როცა არსებითი წინსვლა იქნება მიღწეული პოლიტიკურ სფეროში, შეიძლება დაიწყოს სავაჭრო მოლაპარაკება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის წინადადება იყო პარალელური მოლაპარაკება გამართულიყო პოლიტიკურ საკითხებზე და ვაჭრობის სფეროში. ტუსკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის შემოთავაზება, რომ მოლაპარაკება პოლიტიკურ და სავაჭრო საკითხებზე პარალელურად შეიძლება გაიმართოს, არ ემთხევა მის მოსაზრებას,. მან გამორიცხა ამ ორ სფეროში სინქრონული მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG