Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ბომბის აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა


აფეთქება მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ, უპირატესად შიიტებით დასახლებულ, არეალში. მთავრობის წარმომადგენელმა, ზაჰირ ჰუსეინმა განაცხადა, რომ 31 მარტის აფეთქება, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მოხდა შიიტთა მეჩეთთან, ქალაქის ცენტრალურ ბაზართან. აფეთქებისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია. პარაჩინარში აფეთქება მოხდა იანვარშიც, როცა 24 ადამიანი დაიხოცა. მაშინ თალიბანმა იკისრა პასუხიმგებლობა. პარაჩინარი ავღანეთის საზღვრისპირა, ქურამის რაიონის დედაქალაქია. იქ შიდა დაპირისპირებაა სუნიტებსა და შიიტებს შორის. პაკისტანის 200 მილიონიანი მოსახლეობის მეხუთედი შიიტები არიან.

XS
SM
MD
LG