Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მხარი დაუჭირა მაიკ ფლინის მოთხოვნას იმუნიტეტის შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, მაიკ ფლინის შეთავაზებას, რომ, სისხლის სამართლის გამოძიებისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, მზად არის ჩვენება მისცეს რუსეთთან მისი კონტაქტების თაობაზე. ტრამპმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა რუსეთთან კონტაქტების თემასთან დაკავშირებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მრჩეველმა უნდა ისარგებლოს იმუნიტეტით. მანამდე ფლინის ადვოკატმა, რობერტ კელნერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის კლიენტს სურს დაცული იყოს „უსამართლო იურიდიული ზომებისგან“, რის სანაცვლოდაც მზად არის წარდგეს კონგრესის ორივე პალატის სადაზვერვო კომიტეტების წინაშე. კელნერს არ დაუკონკრეტებია, ეხება თუ არა ფლინის შეთავაზება გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც და კომიტეტებსაც. მაიკ ფლინის ამ წინადადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელმა სენატორმა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა ანგუს კინგმა, რომლის თქმითაც, ნაადრევია ფლინისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე ლაპარაკი.

XS
SM
MD
LG