Accessibility links

რუსეთი ნატოს „ცილისწამებაში“ სდებს ბრალს, აშშ გმობს „რუსეთის აგრესიას“


რუსეთმა აშშ-ს და მის მოკავშირეებს „ცილისწამებაში“ დასდო ბრალი იმ ფონზე, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პენტაგონის ხელმძღვანელმა დაგმეს რუსეთის მოქმედებები უკრაინაში და სხვაგან. სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ნატოს წევრი ქვეყნების თავის კოლეგებს 31 მარტს უთხრა, აშშ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ „მოსკოვი უკან წაიღებს მოქმედებებს, რომლებმაც ჩვენი სანქციები განაპირობა“. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს 2014 წელს, უკრაინის ყირიმის რეგიონის უკანონო ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტი მებრძოლების მხარდაჭერის გამო. ტილერსონმა ასევე თქვა, უკრაინის მიმართ ამერიკის და ნატოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა, რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგო. ამ განცხადებების პასუხად რუსეთმა ნატოს ბრალი დასდო „რუსეთის საფრთხის შესახებ მითის“ და „რუსეთის აგრესიის“ თაობაზე ცილისწამების გავრცელებაში, ნატოს წევრი ქვეყნების გაერთიანების მიზნით. ასეთ ფონზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა ლონდონში განაცხადა, რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონის დარღვევა დღეს უკვე მკაფიოდ აღრიცხული ფაქტიაო.

XS
SM
MD
LG