Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგი აჩვენებს მოსახლეობის 13 პროცენტით შემცირებას


მოლდავეთმა ოფიციალურად გამოაცხადა 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგები - რომლის გამოქვეყნებასაც მოქალაქეები დიდი ხანია ელოდნენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მოლდავეთში ამჟამად ცხოვრობს 2.9 მილიონზე ნაკლები ადამიანი - რაც 13 პროცენტზე მეტით ნაკლებია 2004 წლის მონაცემთან, 3.4 მილიონ რეგისტრირებულ ადამიანთან შედარებით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოლდავეთის მოსახლეობა შემცირდა 470.000 ადამიანით. მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტი ცხოვრობს ქალაქებში. აღწერის შედეგების თანახმად, 300.000-მდე მოლდაველი უცხოეთში ცხოვრობს. არც 2004 და არც 2014 წლის აღწერაში არ შესულა სეპარატისტული, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დნესტრისპირეთის მოსახლეობის რაოდენობა, დაახლოებით 505.000 ადამიანი. აღწერის შედეგების გამოქვეყნება, გავრცელებული ცნობებით, ფინანსური და ტექნიკური მიზეზებით დაგვიანდა.

XS
SM
MD
LG