Accessibility links

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი, ევგენი ევტუშენკო


აშშ-ის საავადმყოფოში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი, ევგენი ევტუშენკო. მძიმე მდგომარეობით მისი საავადმყოფოში მოხვედრის შესახებ ცნობა გავრცელდა 31 მარტს, გვიან საღამოს. ევტუშენკო დაიბადა 1933 წელს, ციმბირში. პოპულარობა მას პოეზიის პირველივე, 1952 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა მოუტანა. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ე.წ. „სამოციანელთა თაობაში“ და ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, „დათბობის“ პერიოდში. 1961 წელს მან გამოაქვეყნა მისი ყველაზე ცნობილი ლექსი, „ბაბი იარი“, ნაცისტი გერმანელების მიერ კიევში ებრაელთა დახოცვის შესახებ. ტექსტში მწვავედ იყო გაკრიტიკებული საბჭოთა კავშირში ისტორიის გაყალბების პრაქტიკა და საბჭოური ანტისემიტიზმი. 1965 წელს ევტუშენკომ ხელი მოაწერა პოეტ იოსიფ ბროდსკის დევნის წინააღმდეგ მიმართულ წერილს, 1968 წელს ასევე წერილზე ხელმოწერით დაგმო საბჭოთა ჯარების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში.ევტუშენკო 1991 წელს აშშ-ში გადავიდა და 2007 წლის შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა აშშ-სა და მოსკოვში. რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, მისი სურვილი იყო მოსკოვში დაეკრძალათ.

XS
SM
MD
LG