Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნატოს დღეები დაიწყო


დღეს საქართველოში დაიწყო ნატოს დღეები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ათობით შემეცნებითი ღონისძიება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. გაიმართება საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, სემინარები და სხვა. ნატოს დღეებს დაასრულებს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც ყოველწიურად ტარდება ბრიუსელში, თუმცა წელს უკვე მეორედ თბილისშიც ჩატარდება. საქართველო ნატოს დღეებს უკვე მეათე წელია აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG