Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში მცირედი უპირატესობით ლიდერობენ რუსეთთან კავშირების დამოუკიდებელი გამოძიების მოსურნენი


აშშ-ის მოქალაქეების ახალი გამოკითხვის თანახმად, მცირედი უპირატესობით ლიდერობენ ისინი, ვინც მხარს უჭერენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრების რუსეთთან კავშირების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. თუმცა გამოკითხვა, რომელიც 1 აპრილს ასოშიეიტედ პრესმა გამოაქვეყნა, მოწმობს, რომ პოზიციები მკვეთრადაა დაყოფილი რესპუბლიკელების და დემოკრატების მხარდამჭერებს შორის. გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ გარკვეულწილად მაინც აწუხებს შესაძლებლობა, რომ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებს შესაძლოა დაუშვებელი კონტაქტები ჰქონოდათ რუსეთის მთავრობასთან. მაგრამ მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იყო მათი რიცხვი, ვინც განაცხადა, რომ ამით ძალიან არის შეშფოთებული. საბოლოო ანგარიშით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას გამოკითხულთა 52-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, 23 პროცენტი კი ამის წინააღმდეგი იყო. გამოძიების ფედერალური სააგენტო ივლისის შემდეგ ატარებს კონტრ-სადაზვერვო გამოძიებას არჩევნების პროცესში რუსეთის ჩარევის და ტრამპთან დაახლოებულ პირებთან შესაძლო კოორდინაციის შესახებ. გამოძიებას ატარებენ ასევე რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით მოქმედი წარმომადგენელთა პალატის და სენატის სადაზვერვო კომიტეტები. მაგრამ დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი ლიდერი გამოდის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებით.

XS
SM
MD
LG