Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები ვუჩიჩს ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას


ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითებში, იოჰანეს ჰანმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 90 %-ის დათვლით მიღებული შედეგის თანახმად, ვუჩიჩმა 2 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 55% მიიღო, რაც საკმარისია იმისათვის, რომ პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვალოს. იოჰანეს ჰანმა „დამაჯერებელი“ უწოდა ვუჩიჩის გამარჯვებას და განაცხადა, რომ „მოუთმენლად ელის“ მასთან თანამშრომლობას ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების გზაზე. ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისი მიზანია სერბია ევროკავშირში გაწევრიანდეს 2019 წლამდე. ამავე დროს ვუჩიჩმა - ინფორმაციის მინისტრმა იუგოსლავიის ყოფილი ავტორიტარი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის პირობებში - სერბია რუსეთთანაც დააახლოვა სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებზე მოლაპარაკებების გახშირებით.

XS
SM
MD
LG