Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში თავს დაესხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს


თბილისში თავს დაესხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ხვედელიძის საცხოვრებელ სახლთან. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება. სააგენტო ინტერპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის მაისში დააკავეს საინტერნეტო სივრცეში ერთ-ერთი მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის განთავსების ბრალდებით. 2014 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხვედელიძეს შეუფარდა ერთწლიანი პირობითი სასჯელი.

XS
SM
MD
LG