Accessibility links

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდე


საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ინე ერიქსენ სორეიდე. დღეს ის თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში ნორვეგიის მიერ შეტანილ წვლილზე და ნორვეგიის ჩართულობაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ და ინე ერიქსენ სორეიდემ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროების წლევანდელი თანამშრომლობის გეგმას.

XS
SM
MD
LG