Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში იმარჯვებს მმართველი პოლიტიკური პარტია


ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც ემყარება ბიულეტენების ნახევრის გათავლით მიღებულ შედეგს, სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ იმარჯვებს კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტიამ, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი უდგას, შუალედური შედეგების თანახმად , ხმათა დაახლოებით 50,4%-ი მიიღო. ხმათა დაახლოებით 28 %-ით მეორე ადგილს იკავებს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი კოალიციური პარტნიორი, მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსი, რომელსაც პრორუსულად განწყობილი ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს. წინასწარი მონაცემებით, 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს პარტია „ელკსა“ და „დაშნაკცუტუნს“. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სომხეთში გამართულ არჩევნებში 60 %-ს მიაღწია ამომრჩეველთა აქტიურობამ.

XS
SM
MD
LG