Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე ზომებს მიიღებს


გაეროში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ მტკიცე ზომებს დაუჭერს მხარს, მას შემდეგ, რაც დასრულდება გამოძიება კრემლის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე. ელჩი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის „ეჭვს გარეშეა“, ხოლო მის მიერ გაკეთებული განცხადებები, არ მოდის წინააღმდეგობაში პრეზიდენტის საჯარო პოზიციასთან, რომელიც რუსეთის ჩარევის მინიმიზებისკენ არის მიმართული. ამასთან, ტელეკომპანია „ეიბისისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა მას, შეეწყვიტა „რუსეთზე თავდასხმა“. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის დაზვერვის სამმართველო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მასში დონალდ ტრამპის გამარჯვების სასარგებლოდ. გაეროში აშშ-ის ელჩის თანახმად, დონალდ ტრამპს სარწმუნოდ მიაჩნია დემოკრატიული პარტიის სერვერებზე რუსი ჰაკერების თავდასხმა, თუმცა, აშშ-ის ლიდერი დარწმუნებულია, რომ არავითარ ჩარევას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე. გასულ უქმეზე ტვიტერით გავრცელებულ ინფორმაციაში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სიყალბის გავრცელებაში ის საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც წერენ, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე „ტრამპს არ ჰქონდა გამარჯვების საშუალება“.

XS
SM
MD
LG