Accessibility links

ცხრა კაცი ემსხვერპლა ავღანეთში ნაღმის გაუვნებელყოფას


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 9 კაცი დაიღუპა სამხედროების მიერ აღმოჩენილი არსენალის გაუვნებელყოფის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის, ომარ ზვაკის თანახმად, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც სამხედროები ცდილობდნენ გაენადგურებინათ მათ მიერ ნაპოვნი ტყვია წამლისა და იარაღის სამალავი. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ერთ-ერთი სახლის სახურავი, რის შედეგადაც ერთი ოჯახის 9 წევრი, მათ შორის, ორი ბავშვი დაიღუპა. გამოძიება სწავლობს, თუ რამ გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა - ჭურვების აფეთქებამ, თუ სხვა სახის ინცინდენტმა. ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის უმეტესობას აკონტროლებს თალიბანი, გარდა პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰის, რომლის სიახლოვესაც აფეთქება მოხდა.

XS
SM
MD
LG