Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ქუჩებში გამოჩნდნენ მერიის პატრულ-ინსპექტორები


დღეიდან თბილისის ქუჩებში რეიდები დაიწყო სპეციალურმა პატრულმა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებს. კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დააჯარიმებენ, ორ კილოგრამზე ზევით კი, ჯარიმა 150 ლარს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში ინსპექტორები მოქალაქეებს გააფრთხილებენ, რომ ნარჩენები არ დატოვონ. ისინი სპეცსამოსით იმოძრავებენ და სამხრე კამერებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილები იქნებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის კატეგორიაში შედის სიგარეტის ნამწვიც. შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

XS
SM
MD
LG