Accessibility links

10 კაცი დაიღუპა სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად


სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული პირველადი ცნობების თანახმად, მეტროსადგურ "სენნაიას მოედანზე" სავარაუდოდ მატარებლის ვაგონში აფეთქდა დაუდგენელი ნივთი. საგანგებო სამსახურებმა, აფეთქების შემდეგ, მოახდინეს მგზავრების ევაკუაცია რამდენიმე მეტროს სადგურიდან. მიმდინარეობს მომხდარი აფეთქების გამოძიება.

XS
SM
MD
LG