Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: აფეთქების ყველა ვერსია განიხილება


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ განიხილება ყველა ვერსია სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების თაობაზე. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თანახმად ვლადიმირ პუტინმა, კერძოდ, დაასახელა ტერორიზმი, საყოფაცხოვრებო და კრიმინალური ვერსია. სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული პირველადი ცნობების თანახმად, მეტროსადგურ "სენნაიას მოედანზე" დაუდგენელი ნივთი, სავარაუდოდ, მატარებლის ვაგონში აფეთქდა. რუსეთის ლიდერის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სპეცსამსახურები და სამართალდამცველები, რომლებიც დაადგენენ ინცინდენტის მიზეზებს და ამომწურავ შეფასებას გააკეთებენ მომხდარი თაობაზე.

XS
SM
MD
LG