Accessibility links

გელა ხვედელიძეს, მეუღლის თქმით, ოპერაცია ესაჭიროება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე, გელა ხვედელიძეს ორი - თვალისა და ყბის ოპერაცია ესაჭიროება, - ამის შესახებ მისი მონახულების შემდეგ ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ განაცხადა. ფერაძის ინფორმაციით, ხვედელიძეს ოპერაციისთვის უკვე ამზადებენ. დაზარალებულს, რომელიც თბილისის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფება, გამომძიებლები კითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებას. თავდამსხმელების ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის მაისში დააკავეს საინტერნეტო სივრცეში ერთ-ერთი მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის განთავსების ბრალდებით. 2014 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხვედელიძეს შეუფარდა ერთწლიანი პირობითი სასჯელი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG