Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ეთანხმება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას და მიიჩნევს, რომ „არჩევნებზე მიბმული თვითმმართველობები“ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. "მარტო პრეზიდენტი კი არა, რაც შეიძლება მეტი არჩევითი თანამდებობა უნდა გვქონდეს თვითმმართველობებში“, - განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრის დროს გიორგი მარგველაშვილმა. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რაც გასულ კვირაში გახდა ცნობილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა, და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, მაგრამ თანახმად მმართველი პარტიის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, მოსალოდნელია 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება და, მაშასადამე, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევა.

XS
SM
MD
LG