Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში ბომბი შესაძლოა აამოქმედა პირმა, რომლის ნაშთებს აფეთქების ადგილზე მიაგნეს


რუსეთის გამომძიებელთა თანახმად, სანქტ-პეტერბურგის მეტროს ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ აამოქმედა პირმა, რომლის ნაშთებს აფეთქების ადგილზე მიაგნეს. ფედერალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, გამომძიებლებმა დაადგინეს სავარაუდო თვითმკვლელის ვინაობა, მაგრამ ჯერ არ ავრცელებენ, რადგან გამოძიება არ დასრულებულა. უფრო ადრე, 4 აპრილს, ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა, რომ სანქტ-პეტერბურში მომხდარ აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილი იყო აქაბარჯონ ჯალილოვი, ყირგიზეთში დაბადებული რუსეთის მოქალაქე. ყირგიზეთის უშიშროების სამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცნობა აფეთქებაში ჯალილოვის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ მიიღო რუსეთის ხელისუფლებისგან.

XS
SM
MD
LG