Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო ეგვიპტის პრეზიდენტი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი სტუმარი, ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდელ ფათა ალ-სისი შეაქო და განაცხადა, რომ სისი „ფანტასტიკურად“ მუშაობს და რომ აშშ ეგვიპტეს და მის ხალხს "მტკიცედ უდგას მხარში". სამ აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ორი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში მტკიცე მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ და საგანგებოდ აღნიშნეს ლიბია, სირია და იემენი. მათ განაცხადეს, რომ სურთ დაეხმარონ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს. განცხადებაში წერია, რომ ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, მსოფლიოში ისლამის და მუსლიმების მშვიდობიანი ბუნების აღიარების საჭიროების გარშემო. ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, სურდა შეხვედრა გამოეყენებინა აშშ-სა და მის ახლო აღმოსავლელ ძველ მოკავშირეს შორის რთული პერიოდის შემდეგ ურთიერთობის ახლიდან დაწყებისთვის. სისის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ბარაკ ობამასთან. ბოლო ეგვიპტელი ლიდერი, რომელიც თეთრ სახლს სტუმრობდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩარჩოებში, იყო ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგრეთ წოდებული, „არაბული გაზაფხულის“ დროს დაამხეს.

XS
SM
MD
LG