Accessibility links

ლუკაშენკო: რუსეთთან შეთანხმებას შეუძლია „სტაბილურობის დაცვა


ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან უთანხმოების მოგვარება მოაწესრიგებს დაძაბულობას ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მისი თქმით, დაძაბულობის მოგვარება მოსკოვსა და მინსკს შორის მის ქვეყანაში სტაბილურობას მოიტანს. ბელორუსია ბოლო ხანებში დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა. ლუკაშენკომ სამ აპრილს განაცხადა: ვხედავთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და გვსურს რუსეთის და ბელორუსიის სტაბილურობა დავიცვათო. უთანხმოებაში მოგვარებაში გარღვევა მოხდა ლუკაშენკოს და პუტინის მოლაპარაკების დროს სანკტ-პეტერბურგში. პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმების დეტალები უნდა დააზუსტონ ათ დღეში და დაამატა, რომ ენერგეტიკის სფეროში 2020 წლამდე თანამშრომლობის გზამკვლევი იქნა შეთანხმებული. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმებით, ბელორუსია თანდათანობით გადაუხდის რუსეთს 726 მილიონი დოლარის ოდენობის გაზის დავალიანებას. სანაცვლოდ რუსეთი აღადგენს ბელორუსიისთვის ნავთობის მიწოდებას. დვორკოვიჩის თანახმად, წლიური რაოდენობა მიწოდებული ნავთობისა 24 მილიონი ტონა იქნება. რუსეთის „გაზპრომი“ 2018 და 2019 წლებში ბელორუსს გაზის მიწოდებისას შეღავათს დაუწესებს. ლუკაშენკას ბოლო წლებში თავისი ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით მიჰყავს და რუსეთს შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. ბელორუსიის პრეზიდენტი თვლიდა, რომ მოსკოვი, როგორც ენერგო მომწოდებლის მდგომარეობას იყენებს იმისთვის, რომ „ყელში გვწვდესო.“

XS
SM
MD
LG