Accessibility links

სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმისას იდლიბში ათეულობით ადამიანი დაიხოცა


სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, სირიის, მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქში 58 ადამიანი დაიხოცა, - ლონდონიდან იტყობინება სირიის უფლებადამცველთა ჯგუფი. ცნობით, ოთხი აპრილის დილით, ხან შეიხუნზე განხორცილებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რომელიც რუსეთის ან სირიის ავიაციამ განახორციელა, ათეულობით მოქალაქე დაავადდა რესპირატორული დაავადებით, ჰქონდათ ასევე სხვა სიმპტომები. დახოცილთა შორის არიან ბავშვები, უმეტესობა -მშვიდობიანი მოქალაქეები. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება და ამაში მეამბოხეები დაადანაშაულა. გაეროს მიერ ადრე მოწყობილი გამოძიებით, სირიის მთავრობის ჯარმა ქლორინი გამოიყენა სულ მცირე სამჯერ, 2014-2015 წლებში.

XS
SM
MD
LG