Accessibility links

რუსმა გამომძიებლებმა მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს


რუსმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროს ვაგონში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დაადგინეს. ეს არის 22 წლის აქბარჯონ ჯალილოვი. ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს ცნობა გაავრცელა 4 აპრილს, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის მეტროში აფეთქებამ 14 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია ათეულობით პირი. განცხადებაში წერია, რომ გამომძიებლებმა მიაკვლიეს ჯალილოვის „გენეტიკურ კვალს“ ზურგჩანთაზე, რომელშიც იყო ბომბი და რომელიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი პეტერბურგის სხვა, „პლოშად ვოსსტანიის“ მეტროს სადგურზე. ოთხ აპრილს, ყირგიზეთის უშიშროების სამსახური იტყობინებოდა, რომ სამი აპრილის აფეთქების მთავარი ეჭვმიტანილი იყო აქბარჯონ ჯალილოვი, ყირგიზეთში, ოშის რეგიონში დაბადებული რუსეთის მოქალაქე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG