Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი უნივერსიტეტების შესახებ


უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი უნივერსიტეტების შესახებ, რომელიც ზეწოლას მოახდენს სხვათა შორის „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტზე“, რომელიც დაარსა ამერიკელმა მაგნატმა, მილიარდერმა, ჯოჯრ სოროსმა. ახალი კანონი ავალდებულებს უნივერსიტეტებს, იქონიოს საკუთარი სტუდენტთა ქალაქი, იგივე „კამპუსი“ და შესთავაზონ იგივე საგნები, როგორც საკუთრივ მათ ქვეყანაში ხდება .„ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“მხოლოდ ბუდაპეშტში მოქმედებს. კანონის თანახმად, უცხოურ უნივერსიტეტებს ხარისხების მიწოდების უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ უნგრეთის მთავრობას, და ამ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობას, ხელშეკრულება ექნებათ გაფორმებული შესაბამის საკითხზე ექვსი თვის განმავლობაში კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. კანონს მიემხრო უნგრეთის პარლამენტის 123 დეპუტატი, 38 წინააღმდეგი იყო, 38-მა არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ადრე განაცხადა, რომ „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა“ დაარღვია დიპლომების გაცემის წესი.

XS
SM
MD
LG