Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში


სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 76-ე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში აღნუსხული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და უკანონო დაკავებების შემთხვევები განიხილეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგაზაფხულო სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩატარების საკითხიც წამოაყენეს. აღინიშნა, რომ მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, კიდევ ერთხელ მოითხოვეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 11 მაისს გაიმართება. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG