Accessibility links

რუსეთი სპორტსმენთა მიერ დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმვას იწყებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის კაბინეტს დაავალა წარმოადგინოს გეგმა სპორტში დოპინგის მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. კრემლის თქმით, 4 აპრილს პუტინმა დაავალა მთავრობას, 20 აპრილამდე შეიმუშაოს საგზაო რუკის განხორციელების გზები; მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყება დეკემბერში იტყობინებოდა, რომ ასეულობით რუსი სპორტსმენი მოიხმარდა აკრძალულ ნივთიერებს სპორტის 30-მდე სახეობაში. ანგარიშის ვარაუდით, რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებაში ჩართული იყვნენ უშიშროების სამსახური, სპორტის სამინისტრო, რასაც რუსი ოფიციალური პირები და პრეზიდენტი პუტინი უარყოფენ. მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყების თანახმად, რუს სპორტსმენების მხრიდან დოპინგის მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წელზე მოდის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG