Accessibility links

თალიბანი გეგმავს საგაზაფხულო იერიშის შედეგად ავღანეთის პროვინციებზე კონტროლის გაზრდას


თალიბანი გეგმავს ავღანეთში წლევანდელი საგაზაფხულო იერიშის შედეგად გაზარდოს გაკონტროლებული ტერიტორია რეგიონებში, რომლებშიც უკვე ძლიერი პოზიცია აქვს. ამის შესახებ თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბინულა მუჯაჰიდმა განაცხადა გერმანიის საინფორმაციო სააგენტო დეპეასთან ინტერვიუში. მუჯაჰედის თქმით, თალიბები სამხედრო წინსვლას გააგრძელებენ სამხრეთში მდებარე ჰელმანდისა და ორუზგანის პროვინციებში, დასავლეთში - ფარაჰისა და ფაიაბის, ხოლო ჩრდილოეთში - სარ-ე პულისა და კუნდუზის რეგიონებში. შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთის ცენტრალური მთავრობა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ამჟამად აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე ნაკლებს. თავის მხრივ, ავღანეთის ჯარების გეგმაა მეამბოხეების განდევნა დასახლებებიდან, რომლებშიც მოწინააღმდეგეს ძლიერი პოზიცია აქვთ. ამის შესახებ განაცხადა ავღანეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, რომლის თქმითაც, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია არმიის ელიტური შენაერთების წევრთა რიცხვის გაზრდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG