Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში დააკავეს შუა აზიის ქვეყნების ექვსი მოქალაქე


რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში დააკავეს შუა აზიის ქვეყნების ექვსი მოქალაქე ისლამისტური ჯგუფებისათვის ხალხის გადაბირებაში ეჭვმიტანით. ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მას ხელთ "ამჟამად" არა აქვს მტკიცებულება, რომ 5 აპრილს დაკავებულ პირებს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ ყირგიზეთში დაბადებულ მამაკაცთან, რომელიც ეჭვმიტანილია 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში. აფეთქებამ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები რუსეთში სამუშაოდ არიან ჩასული და ეჭვმიტანილი არიან ასევე ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტების გადაბირებაში, ჩაიდინონ "ტერორთან დაკავშირებული დანაშაულები" და შეუერთდნენ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც აკრძალული არიან რუსეთში, მათ შორის ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს". უფლებადამცველები შიშობენ, რომ სანკტ-პეტერბურგის აფეთქებაში ყირგიზეთში დაბადებული პირის, ეთნიკურად უზბეკი აქაბრჯონ ჯალილოვის ეჭვმიტანის შემდეგ, პოლიცია გაამკაცრებს ზომებს რუსეთში შუა აზიიდან და კავკასიიდან ჩასული მიგრანტების მიმართ.

XS
SM
MD
LG