Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ თიქრითში 26 ადამიანი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ერაყის ქალაქ თიქრითში, სულ ცოტა, 26 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ერაყის უშიშროების ძალები და ექიმები იუწყებიან. პოლიციის პოლკოვნიკის, ხალიდ მაჰმუდის ცნობით, თიქრითში წუხელ შეიჭრა ათამდე ექსტრემისტი, მათ შორის ორი თვითმკვლელი ამფეთქებელი. იერიში მიმართული იყო პოლიციის ბლოკპოსტისა და პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლის წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, 26 დაღუპულს შორის 14 პოლიციელია. თიქრითი ბაღდადის ჩრდილოეთით, 175-მდე კილომეტრში მდებარეობს. ამასობაში მთავრობის ჯარები აგრძელებენ ოპერაციას ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულის ასაღებად. მოსულია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო დიდი დასაყრდენი ერაყში.

XS
SM
MD
LG