Accessibility links

რუსეთი ადასტურებს სირიის პრეზიდენტისადმი მხარდაჭერას ქიმიური იარაღის გარშემო დავაში


რუსეთი მხარდაჭერას უდასტურებს სირიის მთავრობას, რომელიც უარყოფს ბრალდებას მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ქალაქზე ქიმიური იარაღით თავდასხმის შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს გამართავს საგანგებო სხდომას ინციდენტის განსახილველად. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, 72 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ხან შეიხუნზე 4 აპრილის თავდასხმისას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადებით, სირიის თვითმფრინავებმა მართლაც დაბომბეს ხან შეიხუნი, მაგრამ იერიში მიმართული იყო ქარხნისაკენ, რომელშიც მეამბოხეები ქიმიურ იარაღს ამზადებდნენ. ხოლო სირიელი აქტივისტები, ისევე როგორც შეერთებული შტატები და ბევრი სხვა ქვეყანა აცხადებენ, რომ ქიმიური იარაღი სირიის მთავრობის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოიყენეს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებას. გაეროს უშიშროების საბჭო 5 აპრილს შეიკრიბება, რათა განიხილოს დასავლეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს თავდასხმის გამოძიების მოთხოვნას. მაგრამ რუსეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ვეტოს უფლებით სარგებლობს და უკვე დაბლოკილი აქვს რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც საზიანო იქნებოდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის.

XS
SM
MD
LG