Accessibility links

ამერიკელი სენატორები ლუკაშენკოს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს დაკავებული დემონსტრანტები


ამერიკელი სენატორების ჯგუფმა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქვამს „დიდ შეშფოთებას“ საპროტესტო აქციის მონაწილეთა საწინააღმდეგო რეპრესიების გამო და ლუკაშენკოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს დაკავებული დემონსტრანტები. 5 აპრილის წერილში სენატორები ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას იმით, რომ წელს რუსეთი ბელორუსიის ტერიტორიას გამოიყენებს „პროვოკაციული სამხედრო მანევრებისათვის“. წერილს ხელს აწერენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორები, მათ შორის ჯონ მაკკეინი. ბელორუსიაში წელს ბევრ დემონსტრაციაზე გააპროტესტეს უმუშევრობისათვის შემოღებული გადასახადი, რასაც ათობით დემონსტრანტისა და აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG