Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ემხრობა მკაცრ კურსს ბრიტანეთთან ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებაში


ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც ევროკავშირისაგან მოითხოვს მკაცრ პოზიციას ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებისას. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნების მოქალაქეთა ინტერესები სათანადოდ უნდა იქნეს დაცული და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ აღარ უნდა სარგებლობდეს პრივილეგიებით, რომლებიც ბრექსიტამდე მოიპოვა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბრიტანეთს ევროპის თავისუფალ ბაზარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებენ, თუ ევროკავშირის მოქალაქეებს ექნებათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ბრიტანეთმა 29 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყების შემდეგ. აპრილის ბოლოს გაიმართება ევროკავშირის ლიდერთა სამიტი, რომელზეც მოსალოდნელია ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებების საკითხში დირექტივებზე მუშაობის დასრულება.

XS
SM
MD
LG