Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა არის „კაცობრიობის შეურაცხყოფა“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეაფასა, როგორც „კაცობრიობის შეურაცხყოფა“. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა, იორდანიის მეფე აბდულასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი არ იმსახურებს შეწყნარებას და მან „გადაკვეთა ბევრი ხაზი“. მისივე თქმით, „მკვეთრად შეიცვალა“ მისი შეხედულება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შესახებ. კითხვაზე, შეცვლის თუ არა პოლიტიკას სირიასთან მიმართებით, ტრამპმა უპასუხა „ამას ნახავთ“. აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები გავრცელდა, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგეებო სხდომის გადადებამდე. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო და მასზე უნდა ემსჯელათ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც გმობს სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებას. ეს პროექტი უარყო რუსეთის საგარეო უწყებამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა შეიმუშავეს, სრულიად მიუღებელია და და აშკარად, ნაჩქარევად მომზადდა. აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ადანაშაულებენ სირიაში განხორციელებულ თავდასხმაში.

XS
SM
MD
LG