Accessibility links

ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. მისი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მყოფ გიორგი მამალაძეს მეთვალყურეობას უწევს სამედიცინო პერსონალი. ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე 4 აპრილიდან შიმშილობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG