Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19,8 მილიონს მიაღწია სიღარიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ


რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, 19,8 მილიონს მიაღწია სიღრიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ, რაც 300 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით. ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობის 13 %-ზე მეტმა, გასულ წელს, ყოველთვიურად საარსებო მინიმუმზე უფრო ნაკლები, ანუ 9691 რუბლზე (171 აშშ-ის დოლარი) ნაკლები ანაზღაურება მიიღო. ეს არის სიღარიბის ყველაზე მაღალი დონე 2006 წლის შემდეგ, როდესაც 21,6 მილიონ მოქალაქეს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. სიღარიბის მატება რუსეთში დაიწყო 2014 წლიდან, როდესაც კრემლის მიერ ყირიმის ანექსიას პასუხად მოჰყვა აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, რამაც რუსეთის ეკონომიკის შენელება გამოიწვია. ამ ფაქტორის გარდა, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების კლებაზე იმოქმედა ფასების მკვეთრმა დაცემამ ნავთობზე, პროდუქტზე, რომლის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, რუსეთის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG