Accessibility links

ვრცელდება ცნობები სანქტ-პეტერბურგის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილის თანამზრახველების დაკავების შესახებ


გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა 3 აპრილის ტერაქტში ბრალდებულის, აქბარჯონ ჯალილოვის სავარაუდო თანამზრახველები. რუსეთის რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ განსაკუთრებულ საქმეთა უწყება ადგენს ჯალილოვის თანამზრახველთა წრეს. თუმცა, ოფიციალურ პრეს-რელიზში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ არაფერია ნათქვამი. უწყების წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბრალდებულთან დაკავშირებული პირების ბინებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც ამოღებულია „გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი საგნები“. რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების დროს დახოცილთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია. 3 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ „სენნაიას მოედანზე“ მომხდარ აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილია აქბარჯონ ჯალილოვი, ოშის რეგიონში 1995 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე.

XS
SM
MD
LG