Accessibility links

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას


ევროპარლამენტმა უმრავლესობით დაუჭირა მხარი უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. ერთი დღით ადრე კი ევროპარლამენტში ამ საკითხზე გაიმართა დებატები, რომლის დროსაც წამყვანმა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ „უკრაინა იმსახურებს სავიზო მიმოსვლის გაუქმებას“. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ულტრამემარჯვენე პარტიები. „მსურს აღვნიშნო, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საზღვრების გაღებას. წინ გველოდება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება და ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა ვინმემ არ გადაწიოს და არ გადაავადოს ეს პროცესი“, - განაცხადა ევროპარლამენტში 6 აპრილს გამართული კენჭისყრის კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ევროპარლამენტის შემდეგ, უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის საბჭომ. მოელიან, რომ უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის პროცესი ივნისში დასრულდება.

XS
SM
MD
LG