Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი აგრძელებს რუსეთზე ზეწოლას გაეროში, სირიის რეჟიმის საწინააღმდეგო ახალი რეზოლუციის მიღებისათვის


საფრანგეთი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ აგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას გაეროში იმ რეზოლუციის გასატანად, რომელიც გმობს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას პროვინცია იდლიბში, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რომელიმე წევრმა ხელი არ მოაწეროს იმ რეჟიმის დამგმობ რეზოლუციას, რომელიც აშკარად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულისათვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, 6 აპრილს სარაევოში მისი ვიზიტის დროს. ქიმიური თავდასხმის შესახებ გაეროს ახალ რეზოლუციას „მთავარი პრიორიტეტი“ უწოდა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან მარი ერომ და დასძინა, რომ პარიზი რეზოლუციის თაობაზე აგრძელებს მუშაობას რუსეთთან, რომელიც უშიშროების საბჭოს კიდევ ერთ მუდმივმოქმედ წევრ, ჩინეთთან ერთად ეწინააღმდეგება მსგავსი რეზოლუციის მიღებას.

XS
SM
MD
LG