Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოქალაქეებს აფრთხილებს ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რათა გაითვალისწინონ ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, უვიზო მიმოსვლის პროცესი, რაც 28 მარტიდან ამოქმედდა, „ძალიან თავისუფლად“ მიმდინარეობს. მაგრამ იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ აღმოჩნდა წესრიგში. „ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია ევროკავშირში უვიზოდ შესვლის მიზნობრიობა, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი ყოფნის უზრუნველყოფის თანხა. ასევე უნდა შეძლონ წარმოდგენა დოკუმენტაციის, რომელიც ადასტურებს მათი ყოფნის პერიოდში სასტუმროს, თუ მიმღები მხარის თანხმობას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლის უფლებით 28 მარტიდან სარგებლობენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG