Accessibility links

თურქეთი აცხადებს, რომ სირიაში დახოცილთა გვამებზე მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა


6 აპრილს თურქეთმა განაცხადა, რომ სირიაში 4 აპრილის თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ადამიანის გვამის გაკვეთამ დაადასტურა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედება. ბოლო მომაცემებით სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ხან-შეიხუნის მახობლად ქიმიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 86-მდე გაიზრდა. დამასკი კატეგორიულად უარყოფს დასავლეთის ქვეყნების ბრალდებას და აცხადებს, რომ სირიის არმიას არასოდეს გამოუყენებია ქიმიური იარაღი ანდა მომწამვლელი ნივთიერება, რომლის აკრძალვის შესახებ კონვენციას სირია ჯერ კიდევ 2013 წელს შეუერთდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ მაუალემმა აღნიშნა, რომ ტრაგედია გამოიწვია ბომბების მოხვედრამ იმ საწყობზე, რომელშიც სირიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფების, „ან ნუსრას ფრონტის“ ქიმიური საბრძოლო მასალა ინახებოდა. თუმცა, ამბოხებულები, რომლებიც იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნს აკონტროლებენ, - უარყოფენ ამ რაიონში რაიმე სახის სამხედრო ობიექტების არსებობას.

XS
SM
MD
LG