Accessibility links

რუსეთის დონის როსტოვში მომხდარი აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა


ერთი ადამიანი დაშავდა, რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის განყოფილების ცნობით, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ერთ-ერთი სკოლის მახლობლად დაგდებულ ფარანში იყო დამალული. დაშავებულია მეეზოვე, რომელსაც აფეთქებამ ხელის მტევანი მოაგლიჯა. ექიმების ცნობით, მეეზოვემ ქუჩაში დაგდებული ფარნის ღილაკს თითი დააჭირა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტს არ მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აფეთქების მუხლით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG