Accessibility links

პუტინი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს აშშ-ის სარაკეტო იერიშს სირიაში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში აგრესიაა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, თანაც გამოგონილი საბაბით - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, ვაშინგტონის მოქმედებამ საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობას, რომელიც ისედაც სავალალო მდგომარეობაშია. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის მოქმედება ხელს არ უწყობს ტერორიზმთან ბრძოლას და პირიქით, სერიოზულ ბარიერს უქმნის ეფექტიანი საერთაშორისო კოალიციის შექმნას.

XS
SM
MD
LG