Accessibility links

სირიის არმიის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად


სირიის არმიის ინფორმაციით, აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. სამთავრობო ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, აშშ-მა სირია ადგილობრივი დროით 3 საათსა და 42 წუთზე გააფრთხილა, ჰომსის პროვინციაში მდებარე ბაზაზე სარაკეტო იერიშის შესახებ. სირიელი სამხედროების ცნობითვე, იერიშის შედეგად საავიაციო ბაზას სერიოზული ზიანი მიადგა. სირიის არმიამ აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში აგრესიად შეაფასა.

XS
SM
MD
LG