Accessibility links

გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური მოხსენებით მიმართა საქართველოს პარლამენტს


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური მოხსენებით მიმართა ქვეყნის პარლამენტს. პრეზიდენტის ნახევარსაათიანმა მოხსენებამ მოიცვა საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის სხდომაზე გამოცხადდა ორსაათიანი შესვენება. სხდომა 15 საათიდან განახლდება საპარლამენტო პარტიების წარმომადგენელთა პოლიტიკური დებატებით.

XS
SM
MD
LG