Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები ახალარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ


სერბიაში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები ახალარჩეული პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ. 6 აპრილს, საპროტესტო გამოსვლების მეოთხე დღეს, ბელგრადისა და სერბიის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა ათასობით მოქალაქე, მეტწილად ახალგაზრდები საშუალო და უმაღლესი განათლებით. ბელგრადის ქუჩებში ისინი გადაადგილდებოდნენ საყვირებით, სასტვენებითა და ტრანსპარანტებით და იძახდნენ „ძირს დიქტატურა“, „ მოვითხოვთ მედიის თავისუფლებას“, „ჩვენ არ გვსურს ვიყოთ იაფი მუშახელი“. აქციის მონაწილეებმა მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართეს სამთავრობო ტელევიზიის შენობის წინ, რადგან მიიჩნევენ რომ მედია მიკერძოებულად აშუქებდა ამბებს. ოპოზიციის განცხადებით, 2 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, მათ შორის მედიის გაჩუმების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შედეგად. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 55%-ანი მხარდაჭერა მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი გამოვიდა დაპირებით, რომ სერბია გააგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით სვლას და თან რუსეთთან კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG